12.02.2016
დავალება: სულხან-საბასა და ეზოპეს მოკლე ბიოგრაფიები თხრობით.
10 ზმნის გარჩევა. (პირების შეწყობა, რიცხვი, დრო, კილო, ასპექტი).
კილო
ზმნის კატეგორია
გვიჩვენებს, როგორ გავიგოთ ზმნით გამოხატული მოქმედება - როგორც ფაქტი, როგრც სასურველ-შესაძლებელი თუ როგორც
აუცილაბლად შესასრულებელი.
კილო სამგვარია
1) თხრობითი - ფაქტი, რომელიც მოხდა, ხდება ან მოხდება.
მაგ: დავწერე, ვწერ, დავწერ.
2)კავშირებითი - სასურველია ან შეიძლება მოხდა, ხდება ან მოხდეს. მასთან
გამოიყენება ნაწილაკები: ნეტავ, იქნებ, ეგებ.....
მაგ: ნეტა დაეხატა...
3)ბრძანებითი ა) წართქმითი - აუცილებლად უნდა შესრულდეს: დაწერე! წაიკითხე!
ბ) უკუთქმითი - არ უნდა შესრულდეს. არ დაწერო! ნუ წახვალ!
ასპექტი
ზმნის კატეგორია
გვიჩვენებს, მოქმედება დასრულებულია თუ დაუსრულებელი
ასპექტი ორგვარია
ა) სრული
ბ) უსრული
უსრული ასპექტი გამოხატავს, რომ მოქმედება დაუსრულებელია.
მაგ: ვწერდი, ვთბებოდი, ვაშენე...
სრული ასპექტი გამოხატავს, რომ მოქმედება დასრულდა.
მაგ: დავწერე, გავთბი, ავაშენე...
Комментариев нет:
Отправить комментарий