5.11.2017
დავალება:
1.რა არის საეთო და განმასხვავებელი ამ ლექსსა და შესწავლილ ზღაპარს შორის.
2. რატომ ჰქვია ამ ლექსს ,,ნიკო ფიროსმანს"?
დასაწერად - ლექსის გაგრძელება.
გ. პეტრიაშვილი
,,ნიკო ფიროსმანს”
ალბათ ერთ დილით
შუა ქუჩაში
გაატარებენ საცოდავ ჟირაფს,
გაიღება უცებ ფანჯრები,
აივნებზე ვიღაცეები გადმოდგებიან
და ზარმაც მზერას გააყოლებენ
მოფუსფუსე, მყვირალა თავებს შორის
აწვდილ კისერს
და ნაღვლიან თვალებს, ცრემლიანს,
მერე ზმორებით დაამთქნარებენ,
მიაშურებენ ისევ თბილ ლოგინს,
ხოლო ზოგ-ზოგი,
უფრო მკვირცხლი და ცნობისმოყვარე,
პირდაუბანლად,
ნაუცბადები ბუტერბროდის ღეჭვა-ღეჭვით
იმ უცნაურ პროცესიას გაეკიდება,
რომ გულდაგულ უყუროს სეირს…..
დიდ მოედანზე წამოაქცევენ,
მუხლებით მკერდზე დაადგებიან,
ჩაბღუჯავენ ტლანქი ხელებით
და ღრიანცელში,
და უწმაწურ შეძახილებში
გაუკეთებენ ლამაზი კისრის
ამპუტაციას,
თავს მიაბამენ ხელახლა მხრებზე
და გაუშვებენ მახინჯ ბედაურს…….
და იშლება ბრბო კმაყოფილი..
კისერს წაიღებს სპეციალისტი
და გააკეთებს საჩქაროდ ფიტულს.
მერე იმ ფიტულს
რიგრიგობით
ამოიდებენ იღლიაში პროფესორები,
შეიტანენ დიდ დარბაზებში
და ლექციებს წაიკითხავენ
გრძელი ყელ-კისრის მავნეობაზე:
რომ მაღლიდან სულ სხვაგვარად
ჩანს ყველაფერი
და ადვილია შეცდომები დაუშვა ხშირად;
რომ შეიძლება შემთხვევით
ფარანს მიარტყა თავი,
რომ ეს ვითომდა კოხტა ხალები
ნიშანია რაღაც საშიში
ავადმყოფობის
ჯერ რომ უჩნდებათ გრძელკისრიანებს
და მერე სხვებსაც გადაედებათ
და რომ ცუდია, სხვებს არ ჰგავდე
ბოლოსდაბოლოს..
შუა ქუჩაში
გაატარებენ საცოდავ ჟირაფს,
გაიღება უცებ ფანჯრები,
აივნებზე ვიღაცეები გადმოდგებიან
და ზარმაც მზერას გააყოლებენ
მოფუსფუსე, მყვირალა თავებს შორის
აწვდილ კისერს
და ნაღვლიან თვალებს, ცრემლიანს,
მერე ზმორებით დაამთქნარებენ,
მიაშურებენ ისევ თბილ ლოგინს,
ხოლო ზოგ-ზოგი,
უფრო მკვირცხლი და ცნობისმოყვარე,
პირდაუბანლად,
ნაუცბადები ბუტერბროდის ღეჭვა-ღეჭვით
იმ უცნაურ პროცესიას გაეკიდება,
რომ გულდაგულ უყუროს სეირს…..
დიდ მოედანზე წამოაქცევენ,
მუხლებით მკერდზე დაადგებიან,
ჩაბღუჯავენ ტლანქი ხელებით
და ღრიანცელში,
და უწმაწურ შეძახილებში
გაუკეთებენ ლამაზი კისრის
ამპუტაციას,
თავს მიაბამენ ხელახლა მხრებზე
და გაუშვებენ მახინჯ ბედაურს…….
და იშლება ბრბო კმაყოფილი..
კისერს წაიღებს სპეციალისტი
და გააკეთებს საჩქაროდ ფიტულს.
მერე იმ ფიტულს
რიგრიგობით
ამოიდებენ იღლიაში პროფესორები,
შეიტანენ დიდ დარბაზებში
და ლექციებს წაიკითხავენ
გრძელი ყელ-კისრის მავნეობაზე:
რომ მაღლიდან სულ სხვაგვარად
ჩანს ყველაფერი
და ადვილია შეცდომები დაუშვა ხშირად;
რომ შეიძლება შემთხვევით
ფარანს მიარტყა თავი,
რომ ეს ვითომდა კოხტა ხალები
ნიშანია რაღაც საშიში
ავადმყოფობის
ჯერ რომ უჩნდებათ გრძელკისრიანებს
და მერე სხვებსაც გადაედებათ
და რომ ცუდია, სხვებს არ ჰგავდე
ბოლოსდაბოლოს..
ხოლო ჟირაფი,
სასაცილო, ჩუმი არსება
ვიღაც მუდრეგის ოთხთვალაში
მარტოდ შებმული
თავჩაქინდრული ივლის ქალაქში
სასაცილო, ჩუმი არსება
ვიღაც მუდრეგის ოთხთვალაში
მარტოდ შებმული
თავჩაქინდრული ივლის ქალაქში
დავალება:
1.რა არის საეთო და განმასხვავებელი ამ ლექსსა და შესწავლილ ზღაპარს შორის.
2. რატომ ჰქვია ამ ლექსს ,,ნიკო ფიროსმანს"?
დასაწერად - ლექსის გაგრძელება.
1.რა არის საეთო და განმასხვავებელი ამ ლექსსა და შესწავლილ ზღაპარს შორის.
2. რატომ ჰქვია ამ ლექსს ,,ნიკო ფიროსმანს"?
დასაწერად - ლექსის გაგრძელება.
10.10.2017
სულხან-საბას იგავი ,,სოფლის მაშენებელნი"
ალეგორია
იგავი
გვ.20 კითხვებზე პასუხი დასაწერად
25.09.2017
გვ.13 - სტროფი ზეპირად
დასაწერად: იმსჯელეთ მოცემული სტროფების მიხედვით:
1.კარგს საქმეზედა მიბაძვა არა რა დასაძრახია!
სმენა, თქმა, სწავლის ძიება მოძებართაგან ახია.
ცუდის, ტყუილის მოზღაპრე სიცრუის კანანახია,
სწავლაზე ურჩი და მორცხვი თვალით არ დასანახია.
მალ გამთელდების უწამლოდ მისი წყლურების ტკივილი,
რა მოიზარდოს, მოყვინჩლდეს, მამლურებ შექნას ყივილი, -
უფრთხილდი, მისგან წყენითა არაზე შექნა ჩივილი.
უსწავლელი ვაჟიკაცი სიბერის დროს გაწბილდების;
რიკ-ფაინის დრო გარდუა, ვეღარ გაჰკრავს, ჩაჰბილდების,
სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების
2. იმსჯელეთ, სწავლა-აღზრდის რა მეთოდებზე მიუთითებს გურამიშვილი და რატომ მიიჩნევს იგი მიზანშეწონილად მოსწავლის ფიზიკურად დასჯას?
3. იმსჯელეთ, გურამიშვილის აზრით, რატომ არის აუცილებელი განათლების მიღება?
თქვენი თვალსაზრისი დაასაბუთეთ.
19.09.2017
1.წაიკითხეთ ილია ჭავჭავაძის ,,სიტვა წარმოთქმული წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის გახსნაზე"
2. ამავე ტექსტში მონიშნეთ 3 თქქვენთვის ველაზე საინტერესო, მნიშვნელოვანი მონაკვეთი
3. წერილობით დაასაბუთე ამ მონაკვეთების მნიშვნელობა.
18.09.2017
ილია წინამძღვრიშვილი და წინამძღვრიანთკარის სკოლა
https://burusi.wordpress.com/2009/12/30/ilia-tsinamdzgvrishvili-2/
Комментариев нет:
Отправить комментарий